ახალი ამბები

შსკ დემილიტარიზაციის ღონისძიებებზე თანხმდება

მოსკოვში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები კონფლიქტის ზონაში არსებული სანგრების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ეს პროცესი ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით შეჩერებული იყო.


გოგა ხაინდრავას თქმით, დემილიტარიზაციის შემდგომი ნაბიჯი  კონფლიქტის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გამოყვანას გულისხმობს. მისი თქმით, ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები ამ ჯარებს ერთ კონკრეტულ ადგილას განათავსებენ, რომელიც რეგულარული მონიტორინგის განხორციელების მიზნით ხელმისაწვდომი გახდება კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული – რუსული, ქართული და ოსური  – სამშვიდობო ძალებისთვის და ასევე ეუთოს დამკვირვებლებისთვის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button