ახალი ამბები

ოპოზიციური ძალები “ერთიან ოპოზიციურ ცენტრს“ ქმნიან

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “წინ საქართველოსა“ და “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის“ წარმომადგენლებმა 16 მარტს “ერთიანი ოპოზიციური ცენტრის“ შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ოფიციალურად უახლოეს ხანში გაფორმდება.


ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში გაჩნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის აუცილებლობა, რომელიც გააერთიანებს “საზოგადოების, პოლიტიკური ძალების, ინტელიგენციის, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს“.


მოძრაობა “წინ საქართველოს“ წევრის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ახალი გაერთიანება არ ითვალისწინებს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას. “მასში ყველა იმ პოლიტიკურ ძალას შეეძლება გაწევრიანება, ვისაც ძლიერი საქართველოს შექმნა სურს“, დასძენს ჯავახიშვილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button