ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა შეხვდეს ბაღაფშს თბილისში ან ბათუმში

დღეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის  შეხვდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ფე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს “თბილისში ან ბათუმში” და არა სოხუმში, სადაც “ჯერ ამისათვის შესაბამისი პირობები” არ არის.


“პრეზიდენტი მზად არის ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე შეხვდეს ბაღაფშს და განიხილოს მასთან პრობლემათა მთელი სპექტრი”, განაცხადა 16 მარტს პრეს–კონფერენციაზე გელა ჩარკვიანმა.  


მისი განცხადებით, ეს არის პრეზიდენტის “რეაქცია“ 15 მარტს ბაღაფშის მიერ მოსკოვში გაკეთებულ განცხადებაზე.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 15 მარტს ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის ჩამოვიდოდა თბილისში, განაცხადა, “როგორც კი სერიოზული საკითხების განსახილველად ვიქნებით მზად”. 


ბაღაფშის განცხადებით იგი თბილისთან საწყის ეტაპზე ეკონომიკური საკითხების განხილვას ანიჭებს უპირატესობას და ამის შემდეგ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button