ახალი ამბები

სამხედრო ბაზებზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები 23-24 მარტს გაიმართება

რუსულ–ქართული მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე 23-24 მარტს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა 15 მარტს მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის დროს.


“საუბარი ძალზე კონსტრუქციული იყო და ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება“, განაცხადა გელა ჩარკვიანმა.


მისი თქმით, სამხედრო ბაზებზე გონივრული და ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევა დათქმულ ვადებში შესაძლებელია, რაც  “ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button