ახალი ამბები

მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართება

16-17 მარტს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მორიგი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ აცნობა.


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ბოლო დროს მხარეებს შორის დაგროვდა. მათ შორის მთავარი იქნება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხი, “რათა შესაძლებელი გახდეს ამ პროცესის[დემილიტარიზაციის] დაწყება და ბოლომდე მიყვანა“.


დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმებას სოჭში გასული წლის 5 ნოემბერს აწ გარდაცვლილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოაწერეს ხელი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button