ახალი ამბები

ბაღაფში გუდაუთის ბაზაზე რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსებას სთავაზობს

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, “საქარველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე. მე ვფიქრობ, რომ გუდაუთის [სამხედრო] ბაზა შესაძლოა გახდეს ამგვარი ცენტრი – იქ ყველანაირი პირობა არსებობს“.


ამის შესახებ განცხადება სერგეი ბაღაფშმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ოფისში 15 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.


გუდაუთის სამხედრო ბაზა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშია განლაგებული. რუსული მხარის განცხადებით, ბაზას ამჟამად აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები იყენებენ.


1999 წლის ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, რუსულმა მხარემ იკისრა ვალდებულება გუდაუთის სამხედრო ბაზის 2001 წლამდე ლიკვიდაციის თაობაზე. რუსული მხარე აცხადებს, რომ მან გაიყვანა ჯარები გუდაუთიდან; თუმცა, თბილისი სიმართლის დასადგენად დაჟინებით მოითხოვს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას . 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button