ახალი ამბები

ნათია თურნავა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გელა ბეჟუაშვილის, მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ ნათია თურნავამ თავად განუცხადა.


მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.


ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, რომელიც ნათია თურნავას ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან ეკავა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button