ახალი ამბები

ახალქალაქის მოსახლეობა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას აპროტესტებს

ახალქალაქის ასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა 13 მარტს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო.


საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “გაერთიანებული ჯავახქია“, რომელიც 10 მარტს ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის დაცვის მიზნით რამდენიმე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიაზაციის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა.  


ორგანიზატორთა თქმით, საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 4,000 ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა 1,500 შეადგინა. 


“საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგები იყო – “საქართველოსთან ერთად“ და “არა, რუსული ბაზების გაყვანას“, განუცხადა “გაერთიანებული ჯავახქის“ წევრმა ედვარდ ავერთიანმა “სივილ ჯორჯიას” 13 მარტს.


ახალქალაქის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რუსეთის სამხედრო ბაზაზეა დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მარტს განაცხადა, “არ მინდა ამ ხალხს რაიმე პრობლემები შევუქმნათ; საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს მათ“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button