ახალი ამბები

სტივენ მანი: ანტიმონოპოლია აშშ-ის კასპიის ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების საკითხებში სტივენ მანმა 10 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის კასპიის ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანი “ანტიმონოპოლიაა“ და საქართველოს მთავრობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდა ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომი“-სთვის მიყიდვის გეგმებთან დაკავშირებით.


კასპიის გაზისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების შესახებ ჯეიმსთაუნის ფონდის, ქართულ-ამერიკული ბიზნეს განვითარების საბჭოსა და ამერიკულ-აზერბაიჯანული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ განხილვებზე სტივენ მანი სიტყვით გამოვიდა .


სტივენ მანის თქმით, შახ-დენიზის გაზსადენის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება, “გაზმომარაგების ალტერნატიულ საშუალებას მისცემს საქართველოს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით ბოლო მოეღება სრულ დამოკიდებულებას “გაზპრომზე“.


“ჩვენ გვესმის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების მრავალმხრივი წყაროების მოძიება“, განაცხადა მან, თუმცა აქვე დასძინა, “შაჰ-დენიზის ბედი არ არის დამოკიდებული საქართველოს გაზსადენების გაყიდვაზე ან არ გაყიდვაზე“.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button