skip to content
ახალი ამბები

რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებს

რუსეთის რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელმა გენადი ფადეევმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა “გახდება გასაღები კავკასიაში პრობლემების მოსაგვარებლად“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლა 11 წლის წინ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ შეწყდა. თუმცა, 2004 წელს რუსეთმა ცალმხრივად აღადგინა სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვსა და სოხუმს შორის.


გენადი ფადეევის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სიტუაცია სავსებით მისაღებია აფხაზეთისთვის. “[სარკინიგზო] მოძრაობა იქ ორგანიზებულია“, დასძინა მან.


მან ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ასევე სასარგებლო იქნება სომხეთისთვის.    

მსგავსი/Related

Back to top button