ახალი ამბები

ევროკავშირი საზღვრის მონიტორინგის მისიის დახურვის შედეგებს შეისწავლის

23-27 თებერვალს საქართველოს ეწვევა ევროკავშირის შემფასებელი მისია, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის შედეგებს შეისწავლის.


მისია, რომელსაც ევროკავშირის საბჭოს ევროპული უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და ოპერაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პიტერ ფითი ხელმძღვანელობს, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის ელჩთან საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან და ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან.  


მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო გასული წლის დეკემბერში დაადო, რამაც თბილისის პროტესტი გამოიწვია. ახლა, ქართული მხარე ეუთოს დამკვირვებელთა მისიის სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებით შეცლას ითხოვს.

Back to top button