ახალი ამბები
ვალერი არშბა ბაღაფშის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა დანიშნა.
საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, ვალერი არშბას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკავა. იგი ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თანამდებობიდან 17 ნოემბერს გაათავისუფლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)