ახალი ამბები

ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კონვენციის რატიფიკაციის საკითხი განიხილება

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, სადაც განიხილება ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


ამ კონვენციის რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.


თბილისში დაგეგმილ ამ შეხვედრას დაესწრებიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნულ უმცირესობათა გაერთიანებების წარმომადგენლები.

Back to top button