ახალი ამბები

არაოფიციალური ინფორმაციით ნოღაიდელი პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატია

ტელეკომპანია “რუსთავი 2” იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაციები რუსეთში საქართველოს ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის პრემიერ–მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ, ამ თანამდებობის დაკავების ყველაზე მეტი შანსი ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს რჩება.


როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურას აქტიურად უჭერს მხარს ზურაბ ჟვანიას გუნდის დეპუტაცია და მთავრობის წევრები.


თუმცა ოფიციალური კომენტარები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ არ კეთდება. პრეზიდენტი სააკაშვილი საბოლო გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას 9 თებერვალს გააკეთებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button