
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები თბილისში იმყოფებიან
გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ჯანაშიას ინფორმაციით, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც  პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და გორის ტერაქტის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან,  უკვე თბილისში იმყოფებიან. 
 
ქართველმა სამართალდამცავებმა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გადაუგზავნეს მასალები აშშ-ს ფედერალურ ბიუროს, რომელიც ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს.
საქართველოში აშშ-ს ელმა რიჩარდ მაილსმა 8 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და გორის ტერაქტის ადგილებს მოინახულებენ და შეისწავლიან ვითარებას. 
 
ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გამთენიისას რაულ უსუფოვის ბინაში მხუთავი გაზის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტის გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს.
1 თებერვალს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის წინ მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი პოლიციელი გარდაიცვალა და 27-მდე ადამიანი დაიჭრა. 
 
