ახალი ამბები

დივერსიის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი გამოირთო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, 7 თებერვალს კოდორის ხეობაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ “კავკასიონზე“ დივერსიული აქტი განხორციელდა.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როცა ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი“ დაცხრილვის შედეგად მწყობრიდან გამოდის.


ნიკა გილაურის თქმით, მომხდარის თაობაზე სამართალდამცავებს უკვე ეცნობათ. მისი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის რუსეთიდან საქართველოში იმპორტირება, ორ დღეში აღდგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button