ახალი ამბები

სერგეი ლავროვი ჟვანიას გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო და “პოლიტიკურად ანგაჟირებული” უწოდა იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების უკან შესაძლოა “რუსეთის გარკვეული ძალები” იდგნენ. 


“ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში“, განაცხადა ლავროვმა.


“რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა დეპუტატმა ალექსანდრე შალამბერიძემ აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტი გორში და პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება შესაძლოა ერთი პროცესის ნაწილი იყოს, რომელიც “რუსეთში მოქმედი გარკვეული ძალების მიერაა ორგანიზებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button