ახალი ამბები

ჟვანია გორის ტერაქტს ოს და ქართველ კრიმინალებს არ უკავშირებს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 1 თებერვალს გორში სამხარეო პოლიციის შენობის წინ მომხდარ ტერაქტს ქართულ ან ოსურ კრიმინალურ დაჯგუფებებს არ უკავშირებს. მისი თქმით, შესაძლოა ეს ტერაქტი უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი.
 
“ამ ტერაქტის ორგანიზატორების მიზანი იყო პანიკის დათესვა და დესტაბილიზაციის შემოტანა. მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს კონსოლიდაცია და ეფექტურად მოქმედება”, განაცხადა 2 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 

Back to top button