
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი გამორიცხავს სამხრეთ ოსეთის კავშირს გორის აფეთქებასთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ გორში 1 თებერვალს მოხდარი ტერორისტული აქტის უკან მდგომი ძალები ქართველებსა და ოსებს შორის დაძაბულობის ესკალაციას ისახავდნენ მიზნად.
“ამ ძალებს სურდათ, რომ ჩვენ ოსური მხარე დაგვედანაშაულებინა და ამით კონფლიქტში ჩავეთრიეთ”, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 1 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აფეთქება, რომლის შედეგადაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა, თითქმის ერთი თვის წინ დაიგეგმა.
“პიროვნებამ, რომელიც ეჭვმიტანილია, მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული, თავის სახელზე ერთი თვის წინ გადაიფორმა”, აღნიშნა მან.