ახალი ამბები

მოსკოვი პანკისის ხეობის ინსპექტირების იდეას იწონებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა მოიწონა ქართული მხარის იდეა პანკისის ხეობის საერთაშორისო ინსპექტირების თაობაზე, იუწყება 1 თებერვალს “რია ნოვოსტი”.


ცოტა ხნის წინ საქართველომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობის შესახებ ბრალდებები გაისმა, პანკისის ხეობაში ინსპექტირების მოთხოვნით ეუთოს და მათ შორის რუსეთსაც მიმართა.


სერგეი მირონოვი მხარეებს ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში მოუწოდებს თავი შეიკავონ საზოგადოების წინასწარი ინფორმირებისაგან, რადგან “თუ ვიტყვით, რომ იქ [პანკისის ხეობაში] ჩასვლას ვაპირებთ, ჩნდება კითხვა: რა დაგვხვდება იქ. თუმცა იდეა აბსოლუტურად სწორია”, დასძენს მირონოვი.

Back to top button