ახალი ამბები

ცხინვალი გმობს ტერორისტულ აქტს

ცხინვალი შეშფოთებულია გორში მომხდარი ტერორისტული აქტის თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირების მცდელობით. ამის შესახებ 1 თებერვალს “რია ნოვოსტის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლეგ ალბოროვმა განუცხადა.


“ნებისმიერი  მცდელობა გამოყენებული იქნას ტერორისტების გამოხტომა ქართველებსა და ოსებს შორის დაპირისპირების გაღვივებისათვის მხოლოდ დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს რეგიონში”, განაცხადა ალბოროვმა.


1 თებერვალს გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა 3 პოლიციელი იმსხვერპლა, 15 ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. 


“სამხრეთ ოსეთი გმობს ტერორიზმს, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშულებას…[ცხინვალი] არასოდეს მიმართავდა ტერორიზმს და ყველა ზომას იღებს კავკასიაში ტერორისტების მოძრაობის აღსაკვეთად”, დასძენს ალბოროვი.

Back to top button