
ახალი ამბები
“სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის” მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეიდან 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება 35 წლამდე მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რომელთაც სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გაიწვევენ. ამით აშშ-ს მორიგი სამხედრო დახმარებით ოფიციალურად დაიწყო “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა.”
1 თებერვლიდან თბილისში დიდუბის, სამგორის ავტოსადგურებთან და ვაგზლის მოედანზე გაიხსნა სპეციალური შტაბები, სადაც პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.
პირველ ეტაპზე კონტრაქტორებს ამერიკელების მიერ მომზადებული ქართველი ოფიცრები ჩაუტარებენ სასწავლო კურსს, შემდგომ კი თავად ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთვებიან მათ მომზადებაში.
ახალი ამერიკული პროგრამით გაწვრთნილი ჯარისკაცები სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.