ახალი ამბები

გორში პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

გორში დღეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა სამი პოლიციელი, არიან დაჭრილებიც.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის გურამ დონაძის ინფორმაციით, აფეთქება შენობის გარეთ, ახლომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია პოლიციის შენობა.
 
“დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული.  დგინდება ასევე აფეთქების კვალიფიკაცია და აფეთქებული ნივთიერების სახეობა“, აცნობა “სივილ ჯორჯიას“ გურამ დონაძემ.

Back to top button