ახალი ამბები

თბილისს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

2-6 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რობერტ სიმონსი თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, იუწყება 1 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

შეხვედრების დროს მხარეები განიხილავენ საქართველო-ნატოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.


ამასთან , რობერტ სიმონსი მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში თემაზე “სამხრეთ კავკასია 21-ე საუკუნეში: პრობლემები და პერსპექტივები”.


 

Back to top button