
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ მთავრობას 9 მლნ დოლარი გამოუყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ (BTC CO) საქართველოსთვის გამიზნული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მთავრობას 9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით პირველი ტრანში გამოუყო.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის საგრანტო პროგრამის შექმნას საფუძვლად დაედო 2004 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია იღებს ვალდებულებას 2010 წლამდე მთავრობას გადასცეს 40 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი.
ამ ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მთავრობას 9 მლნ დოლარით განზრახული აქვს სოციალური პროგრამების დაფინანსება, მათ შორის სიღარიბის დაძლევის ახალი პროგრამის ნაწილის, ასევე სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში გაზრდილი პენსიების დაფინანსება და წარჩინებული სტუდენტებისთვის ვაუჩერის გაცემა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ 31 იანვარს გავრცელებულ პრეს-რელიზში.