ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი პრიორიტეტებზე საუბრობს

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ აფხაზეთის არმიის 2005 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზური ჯარების საბრძოლო მზადყოფნა “შესაძლო გარე აგრესიის მოგერიების მიზნით“ წლის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.


“ჩვენ უკვე დავიწყეთ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება აფხაზეთის ყველა სამხედრო ნაწილში“, განაცხადა ეშბამ.


მისი თქმით, სარეზერვო ძალების მომზადება და შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება. თუმცა, მან არ დააზუსტა, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში მისი გაზრდის შემდეგ. “ეს საიდუმლოა“, დასძინა მან.


“ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 5 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. სარეზერვო ძალების რაოდენობა კი 18.000-ს აღწევს.


 


 


 

Back to top button