skip to content
ახალი ამბები

ნათელაშვილი ხელისუფლებას მისი ლიკვიდაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ოპოზიციური “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი.


“ამ მკვლელობის ორგანიზატორები არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე [თავდაცვის მინისტრი ირაკლი] ოქრუაშვილი, [შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო] მერაბიშვილი და [ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი] გელა ბეჟუაშვილი“, განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, მას ორი შეიარაღებული პირი ჩაუსაფრდა, თუმცა  პარტიის აქტივისტების დახმარებით შეძლო თავის დაღწევა.


ნათელაშვილის თქმით, მთავრობა გააღიზიანა მისმა ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. 



 

Back to top button