ახალი ამბები

აშშ მიესალმება კოალიციის ფარგლებში საქართველოს წვლილს

1 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს საკითხს ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ “მიესალმება საქართველოს მნიშვნელოვან და ღირებულ წვლილს“ კოალიციის ძალებთან მიმართებაში.


“ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს დამატებითი ძალების გაგზავნას ერაყში. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს მნიშვნელოვან და ღირებულ წვლილს კოალიციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ერაყელ ხალხს“, განაცხადა ადამ ერელიმ 1 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


7 სექტემბერს ერაყიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო გაზრდის სამხედრო კონტიგენტს ერაყში არსებული 159 ჯარისკაციდან 300-მდე. თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, დამატებითი ჯარების გაგზავნა ოქტომბრისთვის იგეგმებოდა. თუმცა ჯერ-ჯერობით საქართველოს სამხედრო კონტიგენტი არ გაუზრდია ერაყში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button