ახალი ამბები

პაუელი “ვარდების რევოლუციას“ აშშ-რუსეთის თანამშრომლობის მაგალითად მიიჩნევს

“USA Today”-სთვის 18 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გულისხმობს “ერთობლივ მუშაობას მათთან ერთად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და საერთო ინტერესები გვაქვს“.


“ჩვენ ეს საკმაოდ მკაფიოდ გამოვხატეთ საქართველოსთან მიმართებაში გასულ ნოემბერს, როდესაც [ექს-პრეზიდენტი ედუარდ] შევარდნაძე საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ნათელი გახდა, რომ თბილისში რევოლუცია მოხდებოდა. შემდეგ იყო ჩემი საუბრები რუსეთის [მაშინდელ] საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან, რომელიც თბილისში ჩავიდა. მე მას მაშინაც ვესაუბრე , როცა ის თბილისში ჩავიდა და შევარდნაძეს შეხვდა, შევარდნაძე მიხვდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა გადამდგარიყო.  შემდეგ, რუსებთან და ქართველებთან მუშაობის ორი თვის თავზე ჩვენ შედეგად მივიღეთ თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნები იანვარში, იანვრის პირველ კვირას; ქვეყანას ახალი პრეზიდენტი, სააკაშვილი მოევლინა; ახლა ამ მოვლენას “ვარდების რევოლუციას” უწოდებენ, რაც ქართველების მხრიდან მტკიცე დიპლომატიის გამოხატულება იყო“, განაცხადა კოლინ პაუელმა.


კოლინ პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ ამჟამად ფეხი მოიკიდა იმ რეგიონებში, სადაც ეს 15-20 წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო.


“იშვიათად წერენ იმის თაობაზე, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, ევრაზიის მთლიანი სამხრეთული სარტყელი, კავკასია და ცენტრალური აზია, ყოველთვის ახლო უცხოეთი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, თუმცა შეერთებულმა შტატებმა უკვე თითქმის ყველა შუა აზიურ ქვეყანაში შედგა ფეხი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა მოვაგვაროთ ყარაბახის საკითხი; ყველა ეს ერები რაღაც კავშირში არიან აშშ-სთან, რაც წარმოუდგენელი იყო 15-20 წლის წინ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მათთან შეთანხმებით და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ხდება“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button