ახალი ამბები

სააკაშვილი: ყველა მექრთამე პასუხს აგებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა სამართალდამცავის მიმართ, ვინც ქრთამს აიღებს, უმკაცრესი ზომები გატარდება.
 
“ცუდია ის, რომ ქრთამის ამღებები დღესაც არიან, მაგრამ კარგია ის, რომ არსებობენ მათი დამჭერებიც. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ფულს ძალავს ადამიანებს”,  განაცხადა 18 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა.
 
დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე გაცხადდა, რომ განსაკუთრებული აქცენტი სამართალდამცავების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაკეთდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button