ახალი ამბები

ნოდარ ხაშბა აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 6 ოქტომბერს ნოდარ ხაშბა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. მანამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საინვესტიციო დეპარტმანეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გასულ თვეს გადადგა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და მისთვის მომზადების მიზნით.


ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას წინ უძღოდა კრიზისი, რომელიც რეგიონში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 


“სიტუაცია საკმაოდ რთულია. მე შემომთავაზეს პრემიერ-მინისტრის პოსტი დამეკავებინა, რადგანაც მე ერთნაირი პოზიცია მიკავია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის მიმართ“, განაცხადა ნოდარ ხაშბამ 6 ოქტომბერს აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button