skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო საქართველოს ანტიტერორისტული კანონების გამკაცრებას სთხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ  22 სექტემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსი კანონმდებლები თავიანთ ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ანტიტერორისტული კანონების გამკაცრებას სთხოვენ.


“[რუსი] დეპუტატები ასევე ურჩევენ რუსეთის მთავრობას თხოვნით მიმართოს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს გაამკაცრონ ანტიტერორისტული კანონმდებლობა, რაც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობის აღკვეთას ისახავს მიზნად“, ნათქვამია რეზოლუციაში.


22 სექტემბერს რუსმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს მთავრობის გეგმა, რაც ტერორიზმის საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და მგზავრობასა და მედიაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

Back to top button