
ხელისუფლება მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომპრომისზე მიდის
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში 23 სექტემბერს გამართული დებატების შემდეგ, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის ავტორები დათანხმდნენ ცვლილებები შეეტანათ დოკუმენტის იმ დებულებებში, რომლებიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა.
შედეგად, ტელეანძა აღარ გადავა სახელმწიფო ტელევიზიის დაქვემდებარებაში. ეს უკანასკნელი კანონპროექტის თანახმად საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაკეთდება.
ასევე საკამათო იყო დებულება, რომელიც ლიცენზიის 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სატელევიზიო სიხშირის ტენდრის გზით ხელახლა გაყიდვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ავტორები, მათ შორის დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერია, დათანხმდნენ ამ დებულების შეცვლაზე. ახალი რედაქცია ითვალისწინებს ლიცენზიის ვადის გაგრძელებას, ხოლო ტენდერები მხოლოდ ახალ სატელევიზიო სიხშირეებზე გამოცხადდება.