
თავდაცვისა და უშიროების საპარლამენტო კომიტეტში სამხედრო სამსახურის შემცირებული ვადები განიხილეს
22 სექტემბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა “სამხერდო სამსახურის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები, რომელიც 2-წლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.
კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ერთი წელი სამხედრო საბაზისო მომზადებისთვის სრულიად საკმარისია.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს უნივესიტიტებში სამხედრო კათედრების გაუქმების საკითხი. მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასაწავლებლებში გადიან სწავლებას სამხედრო კათედრაზე, თავისუფლდებიან სამხდერო სავალდებულო სამსახურისგან, თუმცა ენიჭებათ სამხედრო წოდება.
დეპუტატთა ნაწილის აზრით, ეს სისტემა არის კორუმპირებული და ბადებს სოციალურ უთანასწორობას წვევანდელებს შორის. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ საკითხზე მუშაობა უახლოეს მომავლში აქტიურად გაგრძელდება.