skip to content
ახალი ამბები

ეუთოს დამკვირვებელთა გაზრდას სამხრეთ ოსეთი აღარ ეწინააღმდეგება

18 სექტემბერს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სამხრეთ ოსური მხარე კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის 10 დამკვირვებლით გაზრდის წინააღმდეგი არ არის, “მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ობიექტურად იმოქმედებენ ადრე განსაზღვრული მანდატის ფარგლებში”.


აღნიშნული ონფორმაცია კოკოითის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 16-17 სექტემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ ვრცელდება.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი არც შერეული საკონტროლო კომისიის მაღალი დონის შეხვედრის წინააღმდეგია, რომლის გამართვის ინიციატივაც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლომონ პასის ეკუთვნის.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრები ან მათი მოადგილეები მიიღებენ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შერეული კომისიის, როგორც კონფლიქტის ზონაში ერთადერთი მუდმივმოქმედი ორგანოს, სტატუსის გაზრდის და განმტკიცების საკითხი იქნება.


მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება სოლომონ პასიმ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხარეებს ჯერ კიდევ 31 ივლისს შესთავაზა, თუმცა დღემდე ოსური მხარე მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.


 

Back to top button