ახალი ამბები

აშშ ქართველ სამართალდამცავებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

ქართველი სამართალდამცავებისთვის აშშ-ის მიერ დაფინანსებული ერთკვირიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხს მიეძღვა.


ტრენინგი, რომელსაც თბილისში FBI-ის ახლადშექმნილი ოფისი უწევდა კოორდინირებას, მიზნად ისახავდა აშშ-ის გამოცდილების გაზიარებას კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. “საქართველო განიცდის ტექნიკური ბაზის, ისევე როგორც კარგად მომზადებული პერსონალის ნაკლებობას, რათა გაუმკლავდეს მსგავს დანაშაულებს”, განუცხადა საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა გელა კვაშალავამ  “სივილ ჯორჯიას“.


FBI-ის წარმომადგენელი ბრაიან პაარმანი, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს იურიდიული ატაშე და ასევე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ მისი ოფისი 2004 წლის ივლისში შეიქმნა, “ქართველი კოლეგების მომზადების და მათთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით“.


“ჩემი მიზანი ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარებაა. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს ინფორმაციისა და დახმარების გაცვლას, ასევე სასამართლო მტკიცებულებების ექსპერტიზასა და შემოწმებას“, განუცხადა  ბრაიან პაარმანმა “სივილ ჯორჯიას“.

მსგავსი/Related

Back to top button