ახალი ამბები

ხაჯიმბა გამორიცხავს აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ხაჯიმბამ გამორიცხა საქართველოში რეინტეგრაციის ნებისმიერი შესაძლებლობა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ხაჯიმბას თქმით, საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აღიარებული იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობა.


რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე საუბრისას, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას“.


“რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებით, ჩვენ დამოუკიდებლობის გაძლიერება გვსურს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების განვითარებაში“, დასძინა ხაჯიმბამ.


რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მის კანდიდატურას მხარს უჭერს, როგორც ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button