ახალი ამბები
ფოთის პორტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ფოთის პორტის ხელმძღვანელმა ჯემალ ინაიშვილმა დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად აცნობა.
იგი პოსტის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად ფოთის პორტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესაძლო შეტანას ასახელებს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვენლობის ობიექტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს.
ჯემალ ინაიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ფოთის პორტის შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ გასულ თვეს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის წარმოდგენის დროს განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური)