ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში გაეროს მისიის მანდატი გააგრძელა

გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი, რომელიც 31 ივლისს ამოიწურა, 6 თვით, 2005 წლის 31 იანვრამდე  გააგრძელა.


“საბჭო, მხარს უჭერს რა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად ხაზს უსვამს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის საჭიროებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში, სინანულს გამოთქვამს აფხაზური მხარის უართან დაკავშირებით განიხილოს დოკუმენტი “თბილისსა და სოხუმს შორის კონპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს აფხაზურ მხარეს მიიღოს ეს დოკუმენტი“, ნათქვამია საბჭოს მიერ 29 ივლისს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს მხარეებს ყველა ღონე იხმარონ, რათა თავი დააღწიონ არსებულ უნდობლობას და დასძენს, რომ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება ორივე მხარისგან კომპრომისებს მოითხოვს. 


24 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button