ახალი ამბები

ეუთო კვლავ რუსეთის კრიტიკის საგანი ხდება

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში  “არაეფექტური“ როლის გამო გააკრიტიკა.


მოსკოვმა ასევე დაადანაშაულა ეუთო კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის საქართველოს სასარგებლოდ ტენდენციურ შეფასებაში.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთის საგარეო უწყება ეუთოს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში აკრიტიკებს.


10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს “უმოქმედობაში“ და “კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზების მიკერძოებულ შეფასებაში“ დასდო ბრალი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button