ახალი ამბები

სააკაშვილი კონფლიქტის ზონაში სოფელ ერედვს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გვიან ღამით კონფლიქტის ზონაში ქართულ სოფელ ერედვს ესტუმრა და იქ მყოფი ქართველი სამშვოდობოები მოინახულა.


სააკაშვილი ასევე შეხვდა ერედვში არსებულ საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს, შინაგან საქმეთა მინსიტრს ირაკლი ოქრუაშვილს.
 
სააკაშვილის კონფლიქტის ზონაში ვიზიტს წინ უძღოდა სროლები, რომელიც სოფელ აჩაბეთთან ისმოდა. 
 
“ჩამოვედი რათა ადგილზე მენახა ვითარება, ამ სროლების მიუხედავად ქართული მხარე სიმშვიდეს ინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობებით ადვილად მოვახერხებთ მოწინააღმდეგეს გავუსწორდეთ, მაგრამ ახლა მთავარია მშვიდობის შენარჩუნება“, განაცხადა პრეზიდენტმა.
 
სროლები ქართული სოფლის მიმართულებით მას შემდეგ გაისმა, რაც ქართველმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონაში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებითა და ტყვია–წამლით დატვირთული ოსური მხარის კუთვნილი ერთი სატვირთო ავტომობილი დააკავეს. დაპატიმრებულია მძოლიც, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button