ახალი ამბები

აშშ-ს ადმინისტრაციის მრჩეველი თბილისში იმყოფება

თბილისში 15 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ საკითხებში და ამავდროულად, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სტივენ მანი ჩამოვიდა.

პირველი შეხვედრა სტივენ მანს დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ექნება, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შეხვდება. მოგვიანებით კი  უშიშროების მინისტრთან ვანო მერაბიშვილთანაც იგეგმება შეხვედრა.
  
ვიზიტის დროს განიხილება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები. საუბარი ასევე შეეხება ცხინვალის რეგიონში მინდინარე მოვლენებს.
 
სტივენ მანი თბილისში ჩამოსვლამდე სომხეთში იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button