
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი თბილისს ეწვია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ბრუნო ჰალერი 2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და საპარლამენტო ფრაქციათა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დროს მხარეები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.