ახალი ამბები

ევროპის საბჭო აჭარის არჩევნებს დამაკმაყოფილებლად აფასებს

ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა განცხადებით, 20 ივნისის არჩევნებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  “მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რიგ შემთხვევებში არჩევნების პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“.


ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის 8 კაციანმა დელეგაციამ ჯოზეფ ბორგის ხელმძღვანელობით უზენაესი საბჭოს არჩევნებზე მონიტორინგი განახორციელა.


ჯოზეფ ბორგის განცხადებით, არჩევნები ბევრად გაუმჯობესებულია 2001 წელს აჭარაში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, რაც რეგიონალური დემოკრატიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები საკმაოდ თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რაც პროგრესის მაჩვენებელია. “ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება რეალურად აერჩიათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენელი კანდიდატები“.


თუმცა, დამკვირვებლებმა ამავე დროს აღნიშნეს, რომ სხვადასხვა რაიონში ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ იქნა ამომრჩეველთა ავტობუსებით გადაყვანა საარჩევნო უბნებზე, რასაც ამომრჩევლებზე ზეწოლა შეეძლო გამოეწვია.


კონგრესის დელეგაციას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო კამპანიისას მმართველი პარტია “სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა“ დომინირებდა.


“მთავარი პრობლემები დაკავშირებული იყო საარჩევნო სიებთან და ფარული ხმის მიცემის პრინციპის დარღვევასთან“, დასენს ჯოზეფ ბორგი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button