ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება

ევროკავშირი საქართველოში ივლისის შუა რიცხვებისთვის ე.წ. “კანონის უზენაესობის“ მისიას გამოაგზავნის, რომელიც ქვეყანას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ ეს საკითხი 16 ივნისს ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 14 ივნისს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მხარი დაუჭირეს ინიციატივას ევროკავშირის “კანონის უზენაესობის“ პირველი მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე.


მისიის ხანგრძლივობა, რომლის შემადგენლობაშიც ათი ექსპერტი შევა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, თავდაპირველად ერთი წლით განისაზღვრა, თუმცა გაგრძელების პერსპექტივით.


“მისია ევროკავშირის აქტიურიობის მნიშვნელოვანი ნიშანია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მიმართ“, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button