ახალი ამბები

სააკაშვილი: კახეთი სანიმუშო რეგიონად უნდა იქცეს

საქართველოს "აგრარულ“ მთავრობას მსოფლიოს ბანკთან ერთად განზრახული აქვს, რომ 2012–2013 წლებისათვის კახეთი "სანიმუშო რეგიონად“ აქციოს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 აპრილს.

მისი თქმით, ეს პროექტი, რომელიც წელს დაიწყება, გულისხმობს კახეთის რეგიონის განვითარებას ყველა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით.

“საბოლოო ჯამში მთელი კახეთი უნდა იყოს სანიმუშო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენს გარშემო ყველა ქვეყნისთვის,“– განაცხადა სააკაშვილმა კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ყვარელში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, რომელმაც უთხრა პრეზიდენტს, რომ ზოგიერთი მეპატრონე არ ამუშავებს იმ სასოფლო–სამეურნეო მიწებს, რომლებიც 90–იან წლებში ჰექტრობით შეიძინეს, რადგან "ელოდებიან უკეთეს მომენტს როდის მოახდენენ მათ რეალიზებას“. 

“რას აზიხარ მიწას თუ არ ამუშავებ. მიწა არის იმისთვის, რომ დაამუშავო,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, "ჩვენ გასაცდენი მიწა საქართველოში არ გვაქვს… მიწების 100% უნდა იყოს ჩართული წარმოებაში და შევქმნათ მეტი პროდუქტი ადგილობრივი მოხმარებისთვის და ექსპორტისთვის“.
 
მისი თქმით, ბოლო დროს საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება "ნიშნავს ასევე, რომ აღარ უნდა იყოს დაუმუშავებელი მიწები საქართველოში“.

 

Back to top button