ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის “ახლო მეზობლობის ინიციატივაში” გაერთიანდა

14 ივნისს მიღებულ იქნა ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროკავშირის “ახლო მეზობლობის ინიციატივაში” გაერთიანებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ივნისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაზე ოფიციალურად იქნება დადასტურებული.


“ეს არის ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული ევროკავშირისაკენ, არც მეტი არც ნაკლები. ჩვენ უნდა შევადგინოთ სამოქმედო გეგმა ამ ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ, რისი განხორციელების შემდეგ საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწევს და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.


ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისიწნებულია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოს დაეხმარება რეფორმების განხორციელებასა და ზოგადად ევროპული სტანდარტების დამკვირდებაში.


აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს ოფიციალურად გამოთქვა სურვილი საქართველოს “ევროკავშირის მეზობლობის ინიციატივაში” გაწევრიანების თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button