skip to content
ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას შეეცდება

პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემებთან დაკავშირებით დღეს თბილისში რესეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფედერალური საემიგრაციო სამსახურის დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც სამსახურის უფროსის მოადგილე იგორ იუნაში ხელმძღვანელობს.
 
დელეგაცია საქართველო-რუსეთის საუწყებათშორისო ერთობლივი ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 8 ივნისს დელეგაცია პანკისის ხეობაში გამგზავრებას და იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებთან შეხვედრას გეგმავს. დელეგაციის მიზანია მოხდეს ჩეჩენ ლტოლვილთა ჩეჩნეთში დაბრუნების საკითხების მოგვარება.
 
ამ მიზნით თბილისში 2003 წლის ოქტომბერში იმყოფებოდნენ რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა ჩეჩენმა ლტოლვილებმა ჩეჩნეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო.


საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის განცხადებით, 2003 წლის შემდეგ 38-მა ჩეჩენმა უკვე დატოვა საქართველო და სხვა ქვეყანაში გაემგზავრა.


დღეისათვის, 17 ოჯახის საქმე იქნა განხილული მიმღები ქვეყნების მიერ და ისინი გამგზავრებას ელოდებიან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ 2004 წელს  100 ჩეჩნული ოჯახი დატოვებს საქართველოს.   


 



 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button