skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები მთავრობას აჭარაში შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებას სთხოვენ

საქართველოს პარლამენტმა 23 აპრილს მიიღო დადგენილება აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე, რომელიც გმობს აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებებს და მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობად აფასებს.


დეპუტატებმა მოსთხოვეს პრეზიდენტს, მთავრობას და სამართალდამცავ სტრუქტურებს განაიარაღონ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აჭარაში.


დეპუტატები ასევე მოითხოვენ მთავრობისგან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადამიანთა უფლებების დარღევევის თითოეულ ფაქტზე აჭარაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აცნობოს საერთაშორისო საზოგადოებას აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე.


 

Back to top button