skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი უარყოფს აჭარაში შეჭრის სავარაუდო გეგმებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 აპრილს უარყო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრალდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ აჭარაში სპეცოპერაციის მომზადების თაობაზე.


„აჭარაში შეჭრა ჩემთვის იგივეა, რაც მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეში შეჭრა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


ასლან აბაშიძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ მან უკვე მიმართა აშშ-ს და რუსეთს თხოვნით აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში არსებულ კრიზისის მოგვარების საქმეში, “კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით”.

Back to top button